17:55 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 19:07:25, 1926 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: სხვა დროს, როცა გადაწყვეტს ვეტოს დადებას პრეზიდენტი, კარგად წაიკითხეთ, რას აწერთ ხელს და რას უგზავნით პარლამენტს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის შენიშვნებში გონივრული და აზრიანი არაფერია. ამიტომ, ბესელია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა  პრეზიდენტის ვეტო არ უნდა გაიზიაროს:

„რაც ამ შენიშვნებშია, გონივრული, აზრიანი, მე ვერ დავინახე, უკაცრავად, პირიქით, თუ ამას პარლამენტი გაიზიარებს, ეს იქნება ძალიან სახიფათო ფორმულირებების გაზიარება და მხარდაჭერა. ეს არის ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობა, უნდობლობა და ეს არის სრულიად გაუგებარი დამოკიდებულება, როდესაც ამ შენიშვნებს ხელს აწერს ქვეყნის მთავარსარდალი, ადმაიანი, რომელიც თავად არის პასუხისმგებელი ასევე ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილზე. როდესაც სხვა დროს კიდევ გადაწყვეტს მორიგი ვეტოს დადებას პრეზიდენტი, კარგად წაიკითხეთ, რას აწერთ ხელს და რას უგზავნით პარლამენტს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, 1 მარტს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს შენიშვნებით 20 მარტს დაუბრუნდა. პლენარულ სხდომაზე სწორედ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics