|
2017-03-22 14:08:01, 2274 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც სებ-ის შესახებ კანონპროექტზე ვეტო დაძლიეს“
„საჭიროა დადგეს ყველა იმ დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევაში მიიღეს მონაწილეობა“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტი იდენტურია. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს ხელს მოაწერს. გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის მიერ წელიწად-ნახევრის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით პოლოტიკურად მოტივირებული უწოდა და აღნიშნა, რომ ამით ქვეყანას როგორც რეპუტაციის, ისე ფინანსური კუთხით მიადგა დიდი ზიანი. აბაშიშვილი დარწმუნებულია, რომ ე.წ. მოსმენების კანონიც მსგავს ბედს გაიზიარებს, რადგან ადმინისტრაციაში დარწმუნებულნი არიან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შინაარსის სისწორეში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)