|
2017-03-20 16:29:54, 2252 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პარტნიორებთან მუდმივად ვსაუბრობთ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობაიძე ბიუროს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და მას შემაშფოთებელი უწოდა. კობახიძის თქმით, იყენებენ ყველა შესაძლებლობას იმისათვის, რომ უცხოელი პარტნიორები საქმის კურსში ჩააყენონ. მან ასევე ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგი წერეთელის ინიციატივასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ გაიმართება კონსულტაციები აღნიშნულ საკითხზე შესაძლო დოკუმენტის, რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით: „შემაშფოთებელია ის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ არ ვუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, რომ საქმის კურსში ჩავაყენოთ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მეგობრები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ და შეგვიძლია გავმართოთ კონსულტაციები შესაძლო დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ორშაბათს 12:00 საათზე დაიწყება პლენარული სხდომა, მანადმე კი, 11:30 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)