|
2017-03-20 15:23:40, 2424 ნახვა
სამართალი კომენტარი
ირაკლი შოთაძე: არანაირ დირექტივებს და „მესიჯბოქსებს“ პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა
„არანაირ დირექტივებს და „მესიჯბოქსებს „ პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს“,-ასე გამოეხმაურა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ე.წ. მესიჯბოქსს პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე იღებს და მმართველი გუნდის დაკვეთებს ასრულებს. „ჩვენ არავისგან არაფერს არ ვღებულობთ, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ შესაბამისი საქმის საჭიროებებიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. არანაირ დირექტივებს და „მესიჯბოქსებს“ პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს. ერთადერთი ჩვენთვის დირექტივა არსებობს აქართველოს კონსტიტუცია და კანონები“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)