|
2017-03-20 14:12:08, 2172 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, მიღწევებზე და შესაძლებლობებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ ისაუბრა. გიორგი ჩერქეზიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და გასული წელს საქართველოში შემოსული ინვესტიციების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. მისი განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1, 6 მილიარდ (1,645 მლნ.) აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2015 წლის წინასწარ მონაცემებს, ხოლო 5%-ით ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. 2016 წელს ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რეინვესტიციების ოდენობა და ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობის 32%-ს შეადგენს. პრეზენტაცია, რომელიც მინისტრის მოადგილემ ფორუმის პანელურ სესიაზე წარმოადგინა, ასევე ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და დინამიკას. გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, 2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 %, შეადგინა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო პერიოდის განმავლობაში. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება, რასაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც ეთანხმებიან. როგორც ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, 2016 წელს ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ფინანსურ და სამშენებლო სექტორებში. 2017 წლის იანვარში ასევე დიდი ზრდა იყო ექსპორტშიც. პანელურ სესიაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც, მათ შორის ტურიზმის ზრდის რეკორდული მაჩვენებლების, საბანკო და საფინანსო სექტორის განვითარების, დაბალი გადასახადებისა და მიმზიდველი საინვესტიცო გარემოს შესახებ, რასაც, მისი თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციებიც ადასტურებს. გიორგი ჩერქეზიშვილმა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების კიდევ უფრო წარმოჩენისა და ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების ხელშეწყობისთვის. ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე უცხოელი და ქართველი ინვესტორები ესწრებოდნენ. (NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)