12:03 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 23:23:32, 2128 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის ანალოგი საკონსტიტუციო სასამართლოში - საკონსტიტუციო კომისიამ ინიციატივაზე უარი განაცხადა

საკონტიტუციო კომისია საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით განიხილავდა ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებდა მისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, გადასინჯოს და დაადგინოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა, ანუ შექმნილიყო ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებაზე.

როგორც ჟურნალისტებს კომისიის წევრმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა, საკონსტიტუციო კომისიამ სტრასბურგის მოდელის შექმნის ინიციატივაზე უარი განაცხადა.

მისი თქმით,კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ეს უფლება არ მიენიჭება

“იყო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მისცემოდა რეალური კონტროლის შესაძლებლობა ანუ საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებების კონსტიტუციური კონტროლის კომპეტენცია. სამწუხაროდ, ეს საკითხი უარყოფილია და კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ეს უფლება არ მიენიჭება”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics