16:26 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 23:06:44, 2150 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებებს კატეგორიულად უარყოფს

კატეგორიულად უარვყოფ ცვლილებებს, - ასე უპასუხა სამთავრობო ცვლილებებთან დასმულ შეკითხვას ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა "რეაქციაში".

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა სიცრუეა.

"სიცრუეა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია. კატეგორიულად უარვყოფ ცვლილებებს. არავითარი სამთავრობო ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. თუ გიორგი კვირიკაშვილს რაიმე აქვს გადაწყვეტილი, შეგიძლიათ შესაბამისი კითხვა მას დაუსვათ და გაგცემთ პასუხს. სამთავრობო ცვლილებების თემის განხილვა გუნდში არ ყოფილა”, - განაცხადა კალაძემ.

კალაძემ ისიც განმარტა,  თუ რატომ გააკეთა მან განცხადება ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრზე ადრე. მისი თქმით, "განცხადების გაკეთება იყო დავალება".

​”ჩემი განცხადება პირველი არ ყოფილა. ჩვენი დეპუტატები და გუნდის წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებებს. პრემიერის მეთაურობით შევიკრიბეთ გუნდი. ჩემი მხრიდან განცხადების გაკეთება იყო დავალება და ვფიქრობ ეს ნორმალურია, რადგან ვარ ქვეყნის ვიცე-პრემიერი. ამას მოჰყვა პრემიერ-მინისტრის განცხადება და შემდეგ უკვე შესაბამისი ღონისძიებები”, - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics