|
2017-03-17 17:53:41, 2245 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილმა ევროკავშირის ელჩთან და EBRD-ის დირექტორთან ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი განიხილა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორ ბრუნო ბალვანერას შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა პროექტებზე, რომელთაც, ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა “E5P”-ის (Eastern Europe Energy Efficiency and Environment Partnership) პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო ენერგოეფექტურ პროექტებზე. მათ შორის, თბილისისთვის განხორციელებულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც შეძენილი იქცა 143 თანამედროვე სტანდარტის ენერგოეფექტური ავტობუსი. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში გაწეული საქმიანობისათვის, მათ შორის, თბილისის ავტობუსების პროექტის განხორციელებაში გაწეული მხარდაჭერისთვის. „აღნიშნული პროექტი სრულად დაგვეხმარება უკეთესი ტრანსპორტის სქემის შექმნაში. ამასთან, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ, მეტად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვიდრე კერძო ტრანსპორტით, რაც დადებითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ქალაქში, ასევე დანაზოგებზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა დადებითად შეაფასეს საქართველოსთან თანამშრომლობა ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში. „ვფიქრობ, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენს დღის წერიგში დარჩება,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის, ბათუმში ენერგოეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების საკითხზე. კერძოდ, საუბარი წარიმართა ბათუმში ელექტროავტობუსების შეძენის შესაძლებლობასა და ევროკავშირის საგრანტო კომპონენტის თანამონაწილეობაზე. შეხვედრას ასევე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დაესწრო. (NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)