|
2017-03-17 14:56:51, 2407 ნახვა
ეკონომიკა
სს „ქართული ლუდის კომპანია“ ხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს
სს „ქართული ლუდის კომპანია“ (ლუდსახარში „ზედაზენი“) ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას განიხილავს. ამ ეტაპზე ქარხნის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოების დაწყება კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. ეს იქნება მაშტაბური პროექტი, რომელშიც საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება. „იქიდან გამომდინარე რომ ამ ეტაპზე პროექტი მუშავდება ინვესტიციის მოცულობაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ეს იქნება საკმაოდ მოცულობითი საინვესტიციო ღირებულების ხილის გადამამუშავებელი საწარმო“, - აცხადებენ კომპანიაში. მათივე ცნობით, საწარმო ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, ხილი ჩააბარონ. აღნიშნულ ნედლეულს კი კომპანია ნატურალური წვენების წარმოებაში გამოიყენებს. „საწყის ეტაპზე ხილის გადამამუშავებელი ქარხანა მხოლოდ ახლომდებარე რეგიონებს მოემსახურება, შემდეგ კი ვეცდებით, სრულიად საქართველოს მასშტაბით მივცემთ გლეხებს შესაძლებლობა, ჭარბი ნედლეულის ჩაბარების“, - აღნიშნეს კომპანიაში. შეგახსენებთ, “ქართული ლუდის კომპანია” ნატურალური წვენების ბიზნესში ცოტა ხნის წინ შევიდა. კომპანიამ საზოგადოებას ახალი ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ წარუდგინა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი ლარია „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში განხორციელდა. საწარმოში დამონტაჟებულია ასეპტიკური ხაზები, რომელიც უპრეცედენტოა რეგიონისათვის. ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. პროექტის ფარგლებში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი და ეკონომიკური აქტივობის კერა შეიქმნა. „ზედაზენის” ახალი პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)