|
2017-03-17 11:44:24, 2232 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყანამ 60 მილიონი დოლარის პორტფელის გალარების შედეგი მიიღო
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყანამ 60 მილიონი დოლარის პორტფელის გალარების შედეგი მიიღო. მინისტრის განმარტებით, მოქალაქეებისთვის ეს იყო ერთჯერადი მხარდაჭერის აქცია სახელმწიფოს მხრიდან. "როგორც აღინიშნა, ეს იყო ერთჯერადი მხარდაჭერის აქცია სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ნამდვილად ძალიან მოვინდომეთ და ყველაფერი გავაკეთეთ პროგრამის ამოქმედებისთვის. მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც გალარების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. 4500 ოჯახი, რომელიც შემდგომში დაზღვეულია სავალუტო კურსის რყევებისგან ნიშნავს, რომ გალარების პროგრამას კარგი შედეგი აქვს. გალარების პროცესს, ასევე, მიეხმარება ჩვენ მიერ 2016 წლის ბოლოს გადადგმული ნაბიჯები და ის ცვლილებები, რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში. ეს ეხება 100 ათას ლარამდე სესხების გაცემის ნაწილს. თქვენ იცით, რომ ასეთი სესხები მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ლარში გაიცემა. შესაბამისად, რადგანაც ჩვენი საკრედიტო პორტფელის საშუალოვადიანობა 2,5 წელიწადია, ეს სესხები, პრაქტიკულად, ხელახლა გაიცემა. გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ, იმ კატეგორიის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებზედაც განსაკუთრებით საჭიროა ყურადღების მიქცევა, 100 ათას ლარამდე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მთლიანად ლარში იქნება გაცემული", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)