|
2017-03-17 10:51:47, 2130 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა: არანაირი ქვედანაყოფების შეერთება არ შეიძლება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ეს უკანონობაა
ეს არის აბსოლუტური უკანონობა, არანაირი ქვედანაყოფების შეერთება არ შეიძლება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლის თაობაზე, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას. მინისტრის თქმით, ეს მიანიშნებს, რომ რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას აგრძელებს. „ჩვენ ცალსახად, დიპლომატიურად ვებრძვით ასეთ ქმედებებს. ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა ამასთან დაკავშირებით უკვე გამოთქვეს მოსაზრება და ეს არის ჩვენი ბრძოლის ძირითადი მეთოდი“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)