19:36 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 10:38:11, 2607 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა მხარდამჭერია

„თიბისი ბანკი“ მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო დავინჩის" მთავარი პარტნიორია.

თანამშრომლობის მემორანდუმი „თიბისი ბანკსა“ და „შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს"  შორის უკვე გაფორმდა.

ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსი წელს მეშვიდედ ტარდება, წლევანდელი კონკურსისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.

„ლეონარდო და ვინჩის"  მიზანია ზოგად-საგანმანათლებო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სტიმულირება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება და შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პროექტებით. მოსწავლეებს თავიანთი კვლევებისა და გამოგონებების წარდგენა 16 ქვეკატეგორიაში შეუძლიათ, მათ შორისაა მიკრობიოლოგია, მათემატიკა, ქიმია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერები, საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები და სხვ.

„თიბისი ბანკი“ კონკურს „ლეონარდო და ვინჩის"  მხარდაჭერას შარშანაც ახორციელებდა. 2016 წელს ბანკმა თავისი რჩეული გამოავლინა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადასცა, ხოლო ყველა გამარჯვებულ მოსწავლეს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველი საგანაცხადო ფორმა  2017 წლის 10 აპრილამდე უნდა შეავსონ. დეტალური ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე: http://rustaveli.org.ge

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics