19:36 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 16:46:55, 2329 ნახვა

ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში 1, ევროსთან კი, 4 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5039 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4910 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0129 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6844 ლარი ეღირება, დღემდე  კი, მისი ღირებულება 2.6454 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0390 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics