|
2017-03-14 16:13:07, 2063 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი ე.წ. მოსმენების კანონზე: თუ პრეზიდენტს არ მოსწონს, შეუძლია ვეტო დაადოს
"კანონზე, რომელზეც ახლა მიდის მუშაობა და პრაქტიკულად მიღებულია, არის აბსოლუტურად იმ სტანდარტის, როგორიც არის დასავლურ, ევროპულ ქვეყნებში",- ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ე.წ მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, თუ პრეზიდენტს ეს კანონპროექტი არ მოსწონს, შეუძლია დაადოს ვეტო და პარლამენტი ამ საკითხზე იმსჯელებს. "აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ნებისმიერს შეუძლია, აიღოს ევროპული ქვეყნების გამოცდილება და შეადაროს მათ. პრეზიდენტს ეს თუ არ მოსწონს, შეუძლია დაადოს ვეტო და პარლამენტი იმსჯელებს დაძლიოს, ან არ დაძლიოს", - განმარტა სუბარმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 1 მარტს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო. სხდომას პროტესტის ნიშნად "პატრიოტთა ალიანსის" და "ევროპული საქართველოს" წევრები არ დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)