|
2017-03-13 17:47:56, 2225 ნახვა
სამართალი
სუს-ში საპატრულო პოლიციასთან დაპირისპირების შესახებ განცხადებებს აბსურდულს უწოდებენ
სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ ადასტურებენ. „აბსურდული განცხადებებია“,-აღნიშნა სუს-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში. შეგახსენებთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი სუს-სა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, დაპირისპირება ერთი თვის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ სუს-ის თანამშრომელი დააკავა. ელგუჯა ბაგრატიონის მტკიცებით, სუს-ი ყველაფერს აკეთებდა, რათა ხალხი პოლიციას დაპირისპირებოდა: „დაპირისპირება დაწყებულია ერთი თვეა, რაც საპატრულო პოლიციის მიერ იქნა დაკავებული სუს-ის თანამშრომელი, ხელბორკილები დაადეს და გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, ეს სუს-ის თანამშრომელია ყიფიანი, თავის ძმებთან ერთად დააკვეს. ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება სუს-სსა და საპატრულო პოლიციას შორის. სწორედ ერთი თვის განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის დისკრედიტაცია, სუს-ი აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ დაპირისპირებოდა ხალხი საპატრულო პოლიციას. სწორედ მშვიდობიანი აქციის გაგრძელება ვანდალიზმით, რომელიცი12 საათის შემდეგ განვითარდა, იყო სუს-ის მიერ ინსცენირებული“,-აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)