|
2017-03-10 19:30:29, 2606 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილ 228 საწარმოს სიას კიდევ ერთი, ასფალტ-ბეტონის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეუ გრუპი“ შეემატება. ეს იქნება მობილური ასფალტ-ბეტონის ქარხანა, სადაც 24 ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 350 000 ლარია. შპს „ჯეუ გრუპის“ ინფორმაციით, კომპანიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში სწრაფი ტემპით განვითარება შეძლო და მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა საგზაო მშენებლობის ინდუსტრიაში. ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიამ შეიძინა მობილური ასფალტ-ბეტონის ქარხანა, რომელიც ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის ასფალტის წარმოებაზე. ქარხანა შეძლებს მოამარაგოს საქართველოს ნებისმიერი წერტილი, რადგან ქარხანა არის მობილური და მის დისლოკაციას სჭირდება მხოლოდ ერთკვირიანი დემონტაჟისა და მონტაჟის სამუშაოები. ამასთანავე, ქარხნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო ნედლეულის მოსამარაგებლად შესაძლებელი იქნება კონკრეტული ადგილმდებარეობის პროექტებზე ადგილობრივი ინერტული მასალების კარიერების ამუშავებაც. შპს „ჯეუ გრუპი“, რომელიც 2017 წლის მაისის თვეში გაიხსნება, ქ. თბილისში, თვალჭრელიძის II ჩიხში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ, სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. (NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)