|
2017-03-10 13:14:09, 2303 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს, ჩემთვის საინტერესო არ არის
„პრეზიდენტი ვის შეხვდება და ვისთან გამართავს კონსულტაციებს ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემთვის საინტერესოა კონკრეტულად კომისიის მუშაობა, თუ რა შედეგს დადებს საბოლოოდ“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე, არანაირი ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს. „ზოგადად, საკონსტიტუციო კომისიამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება, ჩვენს მომავალს სჭირდება და არა პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე. ირაკლის განცხადებას მე მოვუსმინე, ის იყო ცოტა ემოციური, თუმცა მესმის მისი, რაც შეეხება კონსტიტუციას, ამაზე მუშაობენ ადამიანები, ვინც იცის ეს საქმე და დარწმუნებული ვარ, საბოლოო დოკუმენტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი და მიღებული, იქნება ძალიან გამართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)