17:45 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 20:21:24, 2450 ნახვა

ეკონომიკა
ქუვეითური ფონდი ხულო-გოდერძის საგზაო მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს

არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი, ბათუმი - ახალციხის გზის ხულო-გოდერძის მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს. 

შესაბამისი შეთანხმების რატიფიცირება  საქართველოს პარლამენტში განხორციელდა, რომლის თანახმადაც საქართველო არაბული ფონდიდან 8 მლნ ქუვეითურ დინარს (26,5 მილიონი აშშ დოლარი) მიიღებს. 

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბათუმი-ახალციხის არსებული ორზოლიანი გზის დაახლოებით 29 კმ. მონაკვეთის  (ხულო-გოდერძის მონაკვეთი) რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. პროექტი ასევე მოიცავს აღნიშნულ მონაკვეთზე 4 ხიდის რეკონსტრუქციას, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობას და ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მონიშვნებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics