|
2017-03-09 19:45:07, 2542 ნახვა
სამართალი
ახალშობილის ცემაში ბრალდებული ძიძა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ახალშობილის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებისათვის სასამართლომ ძიძა დამნაშავედ ცნო. როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. ამასთან, ძიძას დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი საქმიანობის უფლება აეკრძალა. „საქმე ეხება, 2016 წლის ნოემბერში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა ძიძამ მცირეწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფიზიკურად იძალადა ბავშვზე. ღია სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა აღიარა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება და ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება გახადა უდავოდ. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით ელენე ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა“, - აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)