|
2017-03-09 18:22:49, 2470 ნახვა
კომენტარი
მეუფე ანტონი - თუ გგონიათ ნიჭიერები ხართ და რაღაცას მათქმევინებთ, ძალიან ცდებით
"თქვენ თუ გგონიათ ძალიან ნიჭიერები ხართ და ისეთ შეკითხვებს მისვამთ, რომ რაღაცას მათქმევინებთ, ძალიან ცდებით", - ასე მიმართა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონიმ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს. როგორც მეუფემ აღნიშნა, მას გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს და საქმის არსის უკეთესად იცის. "სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტები დაელოდონ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას. რა შუაშია მეუფე პეტრეს წინააღმდეგ? თქვენ თუ გგონიათ ძალიან ნიჭიერები ხართ და ისეთ შეკითხვებს მისვამთ, რომ რაღაცას მათქმევინებთ, ძალიან ცდებით. თქვენზე მეტი გამოცდილებაც მაქვს და თქვენზე მეტად ვიცი საქმის არსი. დაუკვირდით, რასაც მოისმენთ განცხადებას, იმას დაუჭირეთ მხარი",-განაცხადა მეუფე ანტონიმ. ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სხდომა ე.წ ციანიდის საქმის გახმაურების შემდეგ პირველად გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)