22:36 - 13 Aug, 2026
|
2017-03-09 12:32:25, 1893 ნახვა
კომენტარი
ეპისკოპოსი: არ მგონია, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი, აზრთა სხვადასხვაობა კი შეიძლება
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსის დოსითეოზის შეფასებით, მას არ ჰგონია, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი. მისივე თქმით, შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა იყოს. "არ მგონია, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი, აზრთა სხვადასხვაობა კი შეიძლება", - აღნიშნა სასულიერო პირმა. კითხვაზე - სჯერა თუ არა პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ჩანაწერების, ეპისკოპოსმა განმარტა, რომ ყველაფერი არის ასაწონ-დასაწონი და სიბრძნით მიდგომა უნდა. "ყველაფერს უნდა სიბრძნით მიდგომა და არა ემოციურად", - განაცხადა ეპისკოპოსმა. ცნობისთვის, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინაროებს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სხდომა ე.წ ციანის საქმის გახმაურების შემდეგ პირველად იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)