|
2017-03-07 15:41:51, 2409 ნახვა
ეკონომიკა
ქართული პროდუქცია ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაზე „FOODEX JAPAN 2017” წარდგება
7-10 მარტს, იაპონიაში, ტოკიოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ხელშეწყობით, ქართული კომპანიები ეროვნულ ნაწარმს საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაზე FOODEX JAPAN 2017 წარადგენენ. FOODEX JAPAN 2017 ერთ-ერთი მსხვილი და წამყვანი გამოფენაა, რომელსაც 2016 წლის მონაცემების მიხედვით 77,000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო გამოფენაში მონაწილე კომპანიების რაოდენობა აღემატებოდა 3,250-ს. ამჟამად, გამოფენის ფარგლებში, ქართული სტენდის ქვეშ მონაწილეობას იღებს 11 ქართული კომპანია, კერძოდ: შპს „არომაპროდუქტი“, შპს „კულა“, შპს „ნატექსი/ნატსჯი“, შპს „ჯეორჯიან პროდაქტ რენესანსი“, შპს „აერ კომპანი“, “მეღვინეობა ხარება”, “კორპორაცია ქინძმარაული”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ბესინი“, „ვაზიანი კპმპანი“ და „შუხმანის ღვინოები“. მეწარმეობის განვითარების სააგენტო მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას. 2017 წელს „FOODEX JAPAN 2017”-ში ქართული პროდუქციის წარდგენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ერთობლივი ორგანიზებითა და თანადაფინანსებით ხორციელდება. "აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით",-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. (NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)