|
2017-03-06 13:45:27, 2390 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: რამდენადაც გავიგე, კურცმა საქართველო მხოლოდ მაგალითად მოიყვანა
"სებასტიან კურცი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა თბილისში და ამგვარი არაფერი უთქვამს. ვფიქრობ, საქართველო მან მხოლოდ მაგალითად მოიყვანა", - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ავსტრიის საგარეო მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ისეთ ქვეყნებში შეიძლება გაიხსნას, როგორიცაა საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. დოლიძის ინფორმაციით, ამგვარი რამ განხილვის პროცესში არ არის. "მე ვფიქრობ, ჩვენმა ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი რამე არ ხდება და განხილვის პროცესში არ არის. მართალი გითხრათ, არ მსმენია, რომ რაიმე თუნდაც განხილვის, ან ანალიზის პროცესში იყოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ახლახანს ჩამოვედით ბრიუსელიდან და ამგვარი არაფერი გვსმენია. იცით, რომ ავრამოპულოსი სტუმრობდა თბილისს და ამგვარი არაფერი თქმულა. ამიტომ, ალბათ, ავსტრიულ მხარეს უნდა ჰკითხოთ, თუ რა ჰქონდა მას მხედველობაში. მე რამდენადაც გავიგე, ბატონმა კურცმა მხოლოდ მაგალითად მოიყვანა. კურციც იმყოფებოდა ამის წინებზე საქართველოში და ამგვარი არაფერი უთქვამს", - განაცხადა დოლიძემ.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)