07:13 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 15:44:41, 1788 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა გამართა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში,   საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში  სახელმწიფო მინისტრ ბარონესა ჯოის ანელეისთან შეხვედრა გამართა.

 უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.  

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ბრიტანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში, აღინიშნა აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის პროცესი.

ბრიტანულმა მხარემ უარყოფითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ეს ფაქტი უარყოფითად აისახება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე.

 ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა ასევე  შეხვედრები  გამართა საგარეო და თანამეგობრობის ოფისის პოლიტიკურ დირექტორ, კრისტიან ტერნერთან და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დეპარტამენტის დირექტორ, რობ ფენთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics