06:05 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 19:17:50, 1680 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: 10 დღიან ვადაში პრეზიდენტი გადაწყვეტს, მოაწეროს ხელი ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონს, თუ დაუბრუნოს პარლამენტს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ 10 დღიან ვადაში პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოაწეროს ხელი პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონს, თუ მოტივირებული შენიშვნებით გაუგზავნოს უკან საქართველოს პარლამენტს.

„ეს 10 დღიანი ვადა აითვლება მას შემდეგ, რაც კანონი უკვე მესამე მოსმენით მიღებული შემოვა ჩვენთან. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ სწორედ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედოთ. 10 დღისვადაში, მას შემდეგ რაც კანონი შემოვა ჩვენთან, გადავწყვიტოთ ხელს ვაწერთ მას, თუ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრებების შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებთ უკან", - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics