|
2017-02-27 12:05:09, 2485 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოპარკს უნივერსიტეტის - new vision სტუდენტები ეწვევიან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების სააგენტოს, ტექნოპარკში, უნივერსიტეტის - new vision სტუდენტები დღეს 19:00 საათზე ეწვევიან. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, სტუმრები ტექნოპარკის სივრცეს დაათვალიერებენ და სააგენტოს პროექტებსა და პროგრამებს გაეცნობიან. მათივე ინფორმაციით, ასევე, ინოვაციების სააგენტოსა და New Vision-ის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და მემორანდუმის გაფორმების განხილვის მიზნით. ცნობისთვის, უნივერსიტეტი New Vision დაარსდა 2013 წელს. ის სტუდენტებს პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშემწყობ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის თავისუფალ არჩევანზე - გამოიმუშაოს ძირითადი სპეციალობის ფარგლებში სასურველი კომპეტენციები და შეიძინოს დამატებითი სპეციალობა, ან მოახდინოს სხვადასხვა პროგრამის კომპონენტების თავისუფალი კონცენტრაცია. ინოვაციების სააგენტოსა და აღნიშნულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა საშუალებას მისცემს სტუდენტებს გაითავისონ, რა არის ინოვაცია და გაეცნონ მაღალტექნოლოგიურ პროექტებსა და დანადგარებს. ეს შესაძლობლობა განუვითარებს ახალგაზრდებს განსხვავებულად ფიქრის უნარს, რაც მომავალში გაზრდის მეტი ინოვაციური სტარტაპის შექმნის პოტენციალს. (NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)