|
2017-02-25 13:22:41, 1829 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაიამ პოლონეთის ელჩს უმასპინძლა
აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ პოლონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა საქართველო-პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობებსა და მათ სიმტკიცეს, მოკლედ გააცნო აფხაზეთში, კონფლიქტამდე არსებული მდგომარეობა და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს არსებული მდგომარეობა და ის პრობლემები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო რეჟიმი უქმნის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასა და მდინარე ენგურზე გადასასვლელების შესაძლო დაკეტვაზე. ამასთანავე განიხილეს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. თავის მხრივ მარიუშ მაშკიევიჩმა, ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის, დაადასტურა პოლონეთის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ პოლონეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა პრიორიტეტულია და მტკიცე მხარდაჭერაც კვლავ გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)