|
2017-02-25 12:43:24, 1741 ნახვა
პოლიტიკა
ფრანს ტიმერმანსი: საქართველომ უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირში არსებობს სურვილი, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს
„ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთან ურთიერთობებში შემდგომი მნიშვნელოვანი პროგრესის განხორციელება და საქართველომ უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირში არსებობს სურვილი, ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს", - აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან განმარტა, რომ ეს სურვილი ევროკავშირის მხრიდან უნდა გამოიხატოს საქართველოსთან თანამშრომლობაში, ინვესტიციებით, უვიზო რეჟიმის შემოღებით, რაც აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. ტიმერმანსმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა გაფართოებასთან დაკავშირებით რეალისტური მიდგომა. მანვე დასძინა, რომ მისი გადმოსახედიდან, ევროკავშირის გაფართოება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებით უნდა დაიწყოს და კავკასიაზე გავრცელდეს. ცნობისთვის, ევროკომისიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი სიტყვით გამოვიდა ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა და საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომლის დროსაც მას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვებით მიმართეს საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ბრენდან სმიტმა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ ჰილი-რეიმ. ფრანს ტიმერმანსის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)