|
2017-02-24 17:45:14, 2947 ნახვა
ეკონომიკა
იანვარში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 1.5%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი, 1.1%-ით
იანვარში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 1.5%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.1%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2017 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 230.6 მილიონი ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით შემცირდა) და 2017 წლის პირველი თებერვლისათვის 19.1 მლრდ ლარი შეადგინა. სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 97.5 მილიონი ლარით (1.5 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 133.1 მილიონი ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით შემცირდა). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 6.7 მლრდ ლარის (1.1 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით ნაკლები). 2017 წლის იანვრის განმავლობაში 1.5 პროცენტით ანუ 142.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 9.5 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.65 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.60 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)