|
2017-02-24 16:07:59, 2572 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ძი იენჩისთან ორ ქვეყანას შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებზე აღნიშნული პროექტები გრანტებითა და ტექნიკური დახმარებებით ფინანსდება. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამთავრობო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“. კერძოდ, ჩინური გრანტებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახალი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჩინეთის მთავრობის კიდევ ერთ პროგრამაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში და ითვალისწინებს მზის ენერგიაზე მომუშავე სათბურების მშენებლობას. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის ძი იენჩის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა დაეხმარება საქართველოს ბოსტნეულის იმპორტიორი ქვეყნიდან აღნიშნული პროდუქციის ექსპორტიორად გადაიქცეს. (NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)