|
2017-02-24 15:53:51, 2012 ნახვა
პოლიტიკა
რიკარდ იოზვაკი: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გადაწყვეტილებას ხელი 1 მარტს მოეწერება
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისა და ე.წ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი 1 მარტს მოეწერება, -ამის შესახებ ”რადიო თავისუფლების” ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. ჟურნალისტის ინფორმაციით, შესაბამისი ღონისძიება ბრიუსელში გაიმართება. ”ვიზალიბერალიზაციისა და ე.წ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას ხელი 1 მარტს, ბრიუსელში მოეწერება. 1 მარტის შემდეგ, უნდა დაველოდოთ განკარგულების გამოქვეყნებას, რაც დამატებით 20 დღეს გულისხმობს”,- წერს იოზვაკი. შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. საქართველოს უვიზო მიმოსვლას 553 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 66 კი წინააღმდეგი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)