|
2017-02-23 15:29:31, 1679 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: მოსმენებზე უმრავლესობის კანონპროექტი სუს-ის გაგრძელებაა, უბრალოდ სააგენტოს ფორმითაა შეფუთული
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოსმენებთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი, სუს-ის გაგრძელებაა და უბრალოდ შეფუთულია სააგენტოს ფორმით. ბოკუჩავას შეფასებით, აუცილებელია სააგენტოზე არსებობდეს ზედამხედველობის ფუნქცია. „აუცილებელია სააგენტოზე არსებობდეს ზედამხედველობის ფუნქცია. გთავაზობთ შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და სადაც ორგასაღებიანი სისტემაა. ერთი გასაღები დამოუკიდებელი სააგენტოს ხელშია, მეორე კი სასამართლოსი. ვფიქრობ, ასე ჯანსაღი სისტემა შეიქმნება, რომელიც მოქალაქეების უფლებებს და ქვეყნის უსაფრთხოებას დაიცავს. ნაცვლად იმ ერთგასაღებიანი სისტემისა, რომელზეც დღეს უმრავლესობა საუბრობს. თუ კანონპროექტის შეცვლაზე მსჯელობა არ იქნება, მაშინ ნდობის ჯგუფს უნდა მივცეთ შესაძლებლობა განახორციელოს სააგენტოზე ზედამხედველობა. საკონსტიტუციო სასამართლომ მოითხოვა ისეთი უწყების შექმნა, რომელიც აღჭურვილია დამოუკიდებლობის მყარი და საკმარისი გარანტიებით, არ აქვს გამოძიების ფუნქცია და პროფესიულად დაინტერებული მოპოვებული ინფორმაციის გაცნობით და რომლის საქმიანობაზეც დაწესებულია კონტროლის ეფექტური მექანიზმები. საკონსტიტუციო სასამართლოს არც ერთ დაკვეთას უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, არ ასრულებს“,-აღნიშნა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)