|
2017-02-23 15:20:12, 1742 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველო-სომხეთის მომავალი ურთიერთობები საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ
საქართველოსა და სომხეთს აქვთ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა და ჩვენი მომავალი ურთიერთობები ამ საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგასთან კარენ კარაპეტიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა კარენ კარაპეტიანს საქართველოს მეგობარი ქვეყნის, სომხეთის განვითარების საქმეში წარმატებები უსურვა. ქართველ კოლეგას მოწვევისა და თბილი მიღებისთვის სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა. „სომხურ-ქართული ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივები. ჩვენ გარკვეული იდეებით ჩამოვედით და სიამოვნებით განვიხილავთ მათ თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება. დიდი მადლობა იმ თბილი მიღებისთვის, რაც ჩვენს დელეგაციას აღმოუჩინეთ", - მიმართა კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილს. მხარეებმა, პირისპირ შეხვედრისას, სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)