20:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 15:18:15, 1258 ნახვა

საზოგადოება
საბერძნეთის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

უძრავი ქონებისა და ბიზნესის  რეგისტრაციის კუთხით საჯარო რეესტრში გატარებულ რეფორმებს საბერძნეთის სამთავრობო დელეგაცია გაეცნო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ  პაპუნა უგრეხელიძემ  დელეგაციის წევრებს ქართულ სარეგისტრაციო სისტემაში განხორციელებული წარმატებული რეფორმები წარუდგინა.  პრეზენტაცია რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებს და ელექტრონულ სერვისებს ეხებოდა.

დელეგაციას საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრი ოლგა იეროვასილი ხელმძღვანელობს.    ვიზიტის მიზანი  საქართველოში სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისათვის გატარებული რეფორმების გაცნობაა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომიძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics