|
2017-02-21 22:28:20, 1742 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: სინოდს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ითათბიროს მშვიდ გარემოში და არა პირდაპირ ეთერში
სინოდს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ითათბიროს მშვიდ გარემოში და არა პირდაპირ ეთერში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ის ამას იმიტომ არ ამბობს, რომ ყველაფერი დასამალია, არამედ იმიტომ, რომ ყველაფრის თქმა, ყველაფრის პირდაპირ ეთერში განხილვა ტემპერატურა წევს. „უბრალოდ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა სინოდს, რომ ითათბიროს მშვიდ გარემოში და არა პირდაპირ ეთერში ამ საკითხებზე. არა, იმიტომ არ ვამბობ, რომ ყველაფერი დასამალია, არამედ იმიტომ, რომ ყველაფრის თქმა, ყველაფრის პირდაპირ ეთერში განხილვა ტემპერატურა წევს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისი განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია. მისივე თქმით, ეკლესიას გამოძიებამ მაქსიმალურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ეკლესია არის არა უბრალოდ ერთ-ერთი ორგანიზაცია, არამედ კონტიტუციით განსაზღვრული კონფესიაა. მისი თქმით, შეხვედრაზე არა მარტო მამა გიორგი მამალაძის შესახებ, არამედ ეკლესიის წინაშე არსებული სირთულეების შესახებ მიმდინარეობდა მსჯელობა. "ამ სტრუქტურას უჩნდება ინტერესი, რომ მაქსიმალურად ჰქონდეს მიწოდებული ინფრომაცია. ეკლესია უნდა იყოს ინფორმირებული ყველა დეტალის შესახებ. ბევრს საკითხზე ერთმანეთის საპირისპირო აზრს გამოხატავდნენ, თუმცა ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემით," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)