|
2017-02-21 12:36:03, 2561 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობას საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საქართველოს ეროვნულ ბანკში დაბრუნების კანონპროექტი წარუდგინა
საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გადაცემის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. „ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ დაველოდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტს პირვანდელი სახით წარვუდგენთ იმ კანონპროექტებს, რომელიც ეხება საფინანსო სექტორის ზედამხედველობას," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს 17 კანონში ცვლილების შეტანას და იმ სტატუს-კვოს აღდგენას, რომელიც 2015 წლამდე არსებობდა, როდესაც საფინანსო სექტორის ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ერთერთ ფუნქციას წარმოადგენდა. მოგვიანებით მიღებული კანონით აღნიშნული ფუნქცია დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადაეცა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე, შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებებს. „ჩვენ ამჟამად ძალიან აქტიურ პროცესში ვართ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში. მათთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია და დადებითი მოვლენაა აღნიშნული გადაწყვეტილება," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)