|
2017-02-19 15:13:44, 1850 ნახვა
პოლიტიკა
უდუმაშვილი მხარდამჭერებს: რომ გიყურებთ, დარწმუნებული ვარ, „რუსთავი2“-სა და სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აღარ ემუქრება
თბილისში მდებარე პარლამენტის შენობასთან „რუსთავი2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილებს სიტყვით „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა მიმართა: „თქვენ რომ გიყურებთ ასე ერთად შეკრებილებს, დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი2“-ს და ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე აღარ ემუქრება. 2 წელია უკვე გაუსაძლის პირობებში გვიწევს მუშაობა. მუდმივი შანტაჟი, მუქარა, ყადაღა, წნეხი. იმ უთანასწორო ბრძოლაში ვართ ჩართული, მაგრამ ჩვენ ერთი წუთითაც არ დაგვიხევია უკან და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან. თუმცა, ყველაფერს ზღვარი აქვს, ჩვენ დღეს ერთად უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ ვერასოდეს ვერ შეეხებით ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას . „რუსთავი2“ თუ დაეცა, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ტელევიზიის დაცემა, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ უკვე თითოეული ჩვენთაგანის ოჯახებში შემოვლენ და რასაც უნდათ იმას გააკეთებენ და სივრცე აღარ იქნება დატოვებული, რომ თქვენი პრობლემები გააშუქონ“,-აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)