05:23 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-19 00:15:25, 2427 ნახვა

სამართალი
კვირიკაშვილი: სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი იმ ქმედებებისთვის, რაც მათ განახორციელეს

სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი იმ ქმედებებისთვის, რაც მათ განახორციელეს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო, მოქმედებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რომელიც მას გააჩნია. პრემიერი უფრო მეტ ნდობას და პატივისცემას "ითხოვს" სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

„საქმე საკმაოდ რეზონანსულია და არის მგრძნობიარე საკითხი, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ მყარი საფუძველი იმ ქმედებებისთვის, რაც მათ განახორციელეს. მხედველობაში მაქვს როგორც დაკავება, ასევე გამოძიების გაგრძელება. გამომდინარე საქართველოს ეკლესიის, როგორც სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შენარჩუნების კუთხით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეკლესიის ერთიანობა, ჩვენ მაქსიმალურად, დღემდე ვცდილობთ თავი შევიკავოთ გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან. ამას ვაკეთებთ გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ამის პასუხად ჩვენ, საზოგადოების მთელი რიგი წარმომადგენლების მხრიდან და რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მივიღეთ საკმაოდ უსამართლო და არადეკვატური რეაქცია. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ უფრო მეტ ნდობას და პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics