|
2017-02-17 14:29:45, 3086 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა
გიორგი გახარია თურქეთში მიმდინარე ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა
„თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად‘’, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ სტამბოლში, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი ბიზნესფორუმის მონაწილეებს. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის ბიზნესფორუმი სამ ქვეყანას შორის უკვე მეხუთედ იმართება და საქართველო ამ ფორუმისგან კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს ელოდება. „საქართველოს მთავრობისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა თურქულმა და აზერბაიჯანულმა კომპანიამ გამოიყენოს ყველა ის უპირატესობა, რასაც ჩვენი ქვეყანა სთავაზობს დაინტერესებულ ინვესტორებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ ორი ქვეყნიდან შემოსულმა ინვესტიციებმა ბოლო ხუთი წლის მანძილზე 1.5 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს კეთილმეზობლურ, მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. სასიხარულოა, რომ ამ დროისთვის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია არაერთი თურქული და აზერბაიჯანული კომპანია, რომლებიც წარმატებულად საქმიანობენ და ახორციელებენ მნიშვნელოვან პროექტებს სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორში“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თურქეთში ქართული ბიზნესდელეგაციის ვიზიტის ორგანიზატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაა. ფორუმის პარალელურად, სამი ქვეყნის მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის ტრანსპორტისა და რკინიგზის საკითხებს განიხილავენ. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პირისპირ შეხვედრები სამი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან როგორც თურქეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან. ფორუმის სფეროები განისაზღვრება ქართული კომპანიების ინტერესების შესაბამისად. ამ დროისთვის გამოკვეთილი სექტორებია რკინიგზა, ტურიზმი, სადაზღვევო სექტორი, მსუბუქი მრეწველობა, სამედიცინო ტურიზმი, ფარმაცევტიკა, სამედიცინო საქმიანობა, თევზჭერა, ხიზილალის მოპოვება და ა.შ. (NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)