|
2017-02-16 18:24:13, 2263 ნახვა
სამართალი
კომისიის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტისთვის გარკვეული უფლებამოსილების შეკვეცის ინიციატივა გაჟღერდა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის გიორგი გოცირიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტისთვის გარკვეული უფლებამოსილების შეკვეცის ინიციატივა გაჟღერდა. კერძოდ, საუბარია უფლებამოსილების შემცირებაზე შეწყალებასთან, ვეტო-ს დადებასთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ამასთან, გიცირიძის თქმით, გამოითქვა მოსაზრება, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახებული პირის, პრემიერ-მინისტრად წარდგენის შესაძლებლობა, პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა და სხვა ფუნქციების განსახორციელებლად მას კონტრასიგნაცია სჭირდება. "კონტრასიგნაციის ახალი მცნება იქნა შემოღებული, როდესაც მაგალითად პრეზიდენტი არ ნიშნავს კონკრეტულ ელჩს, მთავრობას ჰქონდეს მისი დანიშვნის უფლებამოსილება. რეალურად ყველა ევროპულ ქვეყანაში, იქნება ეს საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო, თუ საპარლამენტო, მთავრობის წარდგინებით სხვა ქვეყნებში ელჩს ნიშნავს პრეზიდენტი. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს არის ფორმალური უფლებამოსილება.იმის თქმა ძნელია, არის თუ არა ეს ფორმალური უფლებამოსილება. არც ერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ ნიშნავს იმას, რომ თუ კი პრეზიდენტი არ ნიშნავს ელჩს, ამის უფლებამოსილება ჰქონდეს პრემიერს, მთავრობას, ეს ინიციატივა ჩვენთვის მიუღებელია",-აღნიშნა გიორგი გოცირიძემ. აღნიშნული ინიციატივის ავტორი თენგიზ შარმანაშვილია. " ანუ, პრეზიდენტს მხოლოდ თავისი ადმინისტრაციის წევრების დანიშვნის შემთხვევაში არ სჭირდება კონტრასიგნაცია",-განმარტა გიორგი გოცირიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)