|
2017-02-16 12:17:55, 2638 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ევროპაში მე-5, მსოფლიოში კი, მე-13 ადგილზეა
2017 წლის "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში" საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა და 23-ე პოზიციიდან 13-ზე გადაინაცვლა, - ამის შესახებ მონაცემები Heritage Foundation ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, 186 ქვეყანას შორის საქართველოს 76.0 ქულა აქვს. ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო თავისუფალ ქვეყნებს შორის დასახელდა. ინდექსის თანახმად, ევროპაში საქართველო მეხუთე პოზიციაზეა. მას შვედეთი, ესტონეთი, ირლანდია და დიდი ბრიტანეთი უსწრებენ. მიმდინარე წლის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა ქულების თვალსაზრისით - საკუთრების უფლება (55.1), სამთავრობო ჩართულობა (65.0), ბიზნესის თავისუფლება (87.2) და შრომითი თავისუფლება 75.9 - გაუმჯობესდა, გარდა ამისა - მონეტარული თავისუფლება (78.2), სამთავრობო ხარჯები (74.4) და საგადასახადო ტვირთი (87.3) - გაუარესდა, ხოლო სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობა (66.5), ფისკალური თავისუფლება (93.5), ვაჭრობის თავისუფლება (88.6), ინვესტიციების თავისუფლება (80.0), ფინანსური თავისუფლება (60.0) - უცვლელი დარჩა. Index of Economic Freedom ქვეყნებს ოთხი კრიტერიუმით აფასებს: კანონის უზენაესობა, მთავრობის სიდიდე, რეგულაციური ეფექტიანობისა და თავისუფალი ბაზრები.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)