|
2017-02-14 21:15:49, 1967 ნახვა
სამართალი
შს სამინისტრო სასამართლოს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხოს
ვინაიდან ნიკა გვარამიამ საჯაროდ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს და სასამართლოში დაკითხვას მოითხოვს, გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა იგი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით იქნას დაკითხული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში წერია, "რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ დამატებით გამოსაკითხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 14 თებერვალს, 18:00 საათზე იქნა დაბარებული. 2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნებულ იქნა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახველდიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი - „ნიკა გვარამია ჰპირდება მოქმედ მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს“. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ჩატარდა კომისიური (ფონო) ვიდეოსკოპიური ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, ჩანაწერზე არ აღინიშნება რაიმე სახის მონტაჟის კვალი, ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ხმები, ხოლო მესამე პირი, რომელიც საუბარში მონაწილეობს, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელია. გამოკითხვისას ნიკა გვარამიამ მისი ვინაობა არ დაასახელა. „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ დამატებით გამოსაკითხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 14 თებერვალს, 18:00 საათზე იქნა დაბარებული. ვინაიდან ნიკა გვარამიამ საჯაროდ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლას არ აპირებს და სასამართლოში დაკითხვას მოითხოვს, გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა იგი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით იქნას დაკითხული”, - ნათქვამია განცხადებაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)