|
2017-02-13 18:29:06, 2472 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯონი ხეცურიანი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების მომხრეა
კონსტიტუციონალისტ ჯონი ხეცურიანის შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საერთოდ უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, საქართველოში აღნიშნული ინსტიტუტი ვერ გაამართლებს. „რამდენიმე წევრი ვფიქრობთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ვერ გაამართლებს საქართველოში და არც არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება. ამ ინსტიტუტმა თავისი როლი უკვე შეასრულა, ისტორიულად ვამბობ, იქ სადაც ჩამოყალიბდა, ევროპაში, როდესაც ხალხს, მასებს მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ მართლმსაჯულების განხორციელებაში. ვფიქრობ, თანამედროვე პირობებში მართლმსაჯულება უნდა განახორციელონ პროფესიონალებმა. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველო გახლავთ, სადაც ასეთი ურთიერთობა არსებობს მოსახლეობაში, ძალიან ძნელი იქნება ნაფიც მსაჯულმა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. ეს ინსტიტუტი დაწუნებულია იმ ქვეყანაში, რომელიც მისი სამშობლოა. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული და ა.შ. უამრავი არგუმენტი არსებობს ამის საწინააღმდეგოდ.
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)