|
2017-02-13 14:04:09, 2071 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ეკა ბესელია: პატრიარქს პალატაში ხვალ გადაიყვანენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს პატრიარქის ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. როგორც მან აღნიშნა, პატრიარქი ხვალ უკვე პალატაში იქნება გადაყვანილი. "სულ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე მამა დავითს, რომელიც იმყოფება პატრიარქთან ერთად ბერლინში. გვაქვს კარგი ინფორმაცია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. დროულად ჩატარდა ყველა აუცილებელი ქირურგიული ჩარევა. რაც მთავარია, შედეგი ძალიან კარგია, პატრიარქი ხვალ უკვე პალატაში იქნება გადაყვანილი, ეს არის ყველაზე სასიხარულო ინფორმაცია ჩვენთვის",-აღნიშნა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, ბერლინში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია დასრულდა. როგორც კლინიკის ექიმმა აღნიშნა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა. ილია მეორე გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა.
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)