|
2017-02-13 13:53:55, 2092 ნახვა
კომენტარი
ბესელია საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე: მზადდებოდა ძალიან მძიმე დანაშაული
"ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენა იქნა თავიდან აცილებული. რაც მთავარია, თავიდანაა აცილებული უმძიმესი შედეგი", - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს. ეკა ბესელია არ აკონკრეტებს, ვის მიმართ, ვის მიერ და რა ფორმით მზადდებოდა მძიმე დანაშაული, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, როცა ამის შესაძლებლობა იქნება, დეტალურად საგამოძიებო ორგანოები ისაუბრებენ. ეკა ბესელია მადლობას უხდის სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთა კოორდინირებული მუშაობის შედეგადაც, მისი თქმით, თავიდან იქნა აცილებული უმძიმესი დანაშაული. "დაველოდოთ გამოძიების შედეგს. რაც მთავარია პატრიარქის უსაფრთხოებაზე მაქსიმალური ზომებია მიღებული", - განაცხადა ბესელიამ.
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)