02:22 - 16 Aug, 2026
|
2017-02-12 14:42:44, 2400 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობა სოფელ ჯიხანჯირში-ნაცემია ცოლ-ქმარი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯირში ყაჩაღობა მოხდა. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ფულის გამოძალვის მიზნით, ადგილობრივ მცხოვრებ გელა გურგენიძის ოჯახში შეიჭრნენ. გელა გურგენიძემ გაქცევა მოახერხა, თუცმა მას ყაჩაღები დაეწიენ, სცემეს და მდინარეში ჩააგდეს. გელა გურგენიძის მეუღლემ ეკა ჭითაშვილმა რამდენიმე საათის შემდეგ, მეზობელთან გადასვლა შეძლო. სწორედ მეზობელმა გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო დახმარება.გელა გურგენიძე და მისი მეუღლე ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო, ლანჩხუთის კლინიკაში მოათავსეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით ყაჩაღობის მუხლით უკვე დაწყებულია გამოძიება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)