13:02 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-11 12:41:48, 2848 ნახვა

მსოფლიო
NBC: რუსეთმა შესაძლოა, აშშ-ს ედვარდ სნოუდენი გადასცეს

რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის, ედვრად სნოუდენის გადაცემის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ NBC-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალებაის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ სნოუდენის გადაცემა, ტრამპის „კეთილგანწყობის მოსაპოვებლად კეთდება" და მას აშშ-ის პრეზიდენტისადმი საჩუქარს უწოდებენ. სნოუდენის ადვოკატის ბენ უიზნერის თქმით, მან ასეთი გეგმების შესახებ არაფერი იცის.

როგორც თავად სნოუდენმა აღნიშნა, ტელეარხის ინფორმაცია ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას რუსეთის სპეცსამსახურებზე არასოდეს უმუშავია და მათი აგენტი არასოდეს ყოფილა.

"არც ერთი ქვეყანა არ გაყიდის თავის აგენტს, რადგან დანარჩენებს შეეშინდებათ, რომ ოდესმე მათი ჯერიც დადგება", - დაწერა Twitter-ზე  სნოუდენმა.

ცნობისთვის, 21 იანვარს კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "სნოუდენი საჩუქარი არ არის, რომლის გაჩუქებაც შეიძლება". მან ასევე დასძინა, რომ მისი ამერიკისთვის ექსტრადირება მხოლოდ საიმიგრაციო სამსახურებს და თავად ვლადიმერ პუტინს შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკა სნოუდენს ბრალად საიდუმლო ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემას სდებს. რუსეთმა სნოუდენს თავშესაფარი მისცა. მას სამშობლოში 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics