|
2017-02-10 14:11:57, 2912 ნახვა
ეკონომიკა
„ავერსის“ შვილობილი კომპანია „მედალფა“ ჩოხატაურში დღეს განახლებულ სამედიცინო ცენტრს ხსნის
კომპანია ,,მედალფა“ დღეს, 16:00 საათზე, ჩოხატაურში განახლებულ სამედიცინო ცენტრს ხსნის (დაბა ჩოხატაური, თბილისი ქ. #10). ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან: გურიის გუბერნატორი –გია სალუქვაძე; გურიის გუბერნატორის მოადგილეები - გია ებრალიძე, სოსო ერქომაიშვილი, ქეთი მოისწრაფიშვილი; ქალაქის მერი - ბეგლარ სიორიძე; ქალაქის მერის მოადგილეები - ალეკო ბურჭულაძე, კობა დუნდუა; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ირაკლი კუჭავა; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ზაალ მამალაძე; მედალფას დამფუძნებელი–პაატა კურტანიძე; მედალფას გენერალლური დირექტორი–გიორგი ამბროლიანი. ჰოსპიტალური ქსელი ,,მედალფა“ 2011 წლის 23 აგვისტოს დაარსდა. ქსელი ამჟამად აერთიანებს ოთხ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ორ პოლიკლინიკას: ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი, ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი, ლანჩხუთის სამედიცინო ცენტი, კასპის სამედიცინო ცენტრი, მახინჯაურის კლინიკა და თბილისის კლინიკა. შპს „მედალფას“ ჰოსპიტალური ქსელის ყველა სამედიცინო ცენტრი და კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო. 2012 წლიდან ჩოხატაურში ფუნქციონირებდა ამბულატორია და 5 საწოლიანი სტაციონარი. ამჟამად კი გაფართოვდა ამბულატორია და სტაციონარი გახდა 25 საწოლიანი. აღნიშნულ ცენტრში სამშობიარო სახლიც ფუნქციონირებს.
(NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)