13:00 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 13:59:23, 2660 ნახვა

ეკონომიკა
ქართული წარმოების უნაკერო მილები ევროკავშირის ბაზარზე გავიდა

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, პირველად თავისი  არსებობის ისტორიაში, ევროკავშირის საერთაშორისო ბაზარზე უნაკერო მილები საკუთარი ბრენდით გაიტანა.  

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნები, სადაც უნაკერო მილები ექსპორტზე გავა, არის იტალია, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი და უნგრეთი. პირველი შეკვეთის მოცულობა 2000 ტონას შეადგენს.

ამ ეტაპზე უნაკერო მილების ექსპორტი ხორციელდება აზერბაიჯანის, ყაზახეთის და უკვე ევროკავშირის ბაზრებზე. 2017 წელს დაგეგმილია 25 000 ტონის რეალიზება და ასევე საკუთარი ბრენდით, უნაკერო მილების ექსპორტი ამერიკისა და რუსეთის ბაზრებზე.

აღნიშნული მილები გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის, თხევადი და აირადი ნივთიერებების  დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ექსპლოატაციის, მანქანათმშენებლობისა და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის.

უნაკერო მილები საექსპორტო პროდუქტია, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. ქარხნის ახალი მენეჯმენტის მიზანია ინვესტიციებისა და რესტრუქტურიზაციის მთავარი პროგრამის ფარგლებში აღადგინოს ქარხანა და განავითაროს საქმიანობა რეგიონალურ და ახალ, გლობალურ ბაზრებზე. ქარხნის ხელმძღვანელობას აქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ დაიწყება ამ პროგრამის განხორციელება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics