17:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 16:11:43, 419 ნახვა

საზოგადოება
კოტ დ’იუვარის სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კოტ დ’იუვარის სამთავრობო დელეგაცია ეწვია.  

დელეგაცია  სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებს გაეცნო.

სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს  რეგისტრაციის სისტემის ქართული მოდელი, ქონების რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურები, ელექტრონულ სერვისები, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ერთიანი საკადასტრო სტანდარტების შემუშავების და სააგენტოში მიმდინარე სხვა პროექტები გააცნეს.

17-კაციანი დელეგაცია, რომელშიც მთავრობის წევრებთან ერთად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტებიც შედიან, საჯარო სერვისების რეფორმირებით არის დაინტერესებული.
საქართველოს გამოცდილების გაზიარების რეკომენდაცია კოტ დ’ივუარის ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გაუწია.

დელეგაცია საქართველოში 29 მარტს ჩამოვიდა. მისი წევრები უკვე ეწვივნენ იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს.  შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და სხვ...

კოტ დ’ივუარის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს 3 აპრილს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics